თანამედროვე მსოფლიოში უფრო და უფრო მაღალია მოთხოვნები ესთეტიური სტომატოლოგიის მიმართ. მისი მიზანია ჯანსაღი და ლამაზი ღიმილის შექმნა.
როდის მივმართოთ ექიმს?
თუ თქვენ გაკომპლექსებთ თამამად გაღიმება, არ მოგწონთ საკუთარი კბილების დგომა, ფორმა, გაქვთ მრავლობითი ბზარები, ფერშეცვლილი და დაზიანებული კბილები. ერთშეხედვით გამოუსწორებელი მდგომარეობის შეცვლა ჩვენს კლინიკაში შესაძლებელია.
რესტავრაცია კბილის იერსახის ცვლილებაა. ჩვენს კლინიკაში დაგხვდებათ უმაღლესი ხარისხის თანამედროვე მასალები და კვალიფიციური ექიმები. სრულფასოვნად შესრულებული რესტავრაცია ფუნქციონირებს როგორც საკუთარი კბილი და ვიზუალურად მისი გარჩევა ბუნებრივისგან შეუძლებელია.
გსურთ უფრო თეთრი კბილები
პაციენტებს ხშირად აწუხებთ კითხვა: ხომ არ აზიანებს გათეთრება კბილებს. სწორად ჩატარებული პროცედურა აბსოლიტურას უსაფრთხოა. გათეთრების მეთოდის შერჩევა პაციენტის სურვილიდან და კლინიკური შემთხვევიდან გამომდინარე ხდება.
არსებობს 2 ძირითადი მეთოდი: კაბინეტური (in office) და სახლის პირობებში (კაპებით) გათეთრება.
კლინიკაში დამზადებული ინდივიდუალური კაპების მეშვეობით პაციენტს შეუძლია ექიმისგან დამოუკიდებლად სახლში გაითეთროს კბილები. მეთოდი სიმარტივის გამო პოპულარობით სარგებლობს. მთავარია ეს მეთოდი შეირჩეს თქვენი სტომატოლოგის მიერ და ზუსტად დაიცვათ მისი რეკომენდაციები.
უფრო სწრაფი შედეგისთვის გამოიყენება კლინიკაში გათეთრება, თუმცაღა ყველაზე ეფექტურია ამ ორი მეთოდის კომბინაცია.
გათეთრების წინ აუცილებელია ჩატარდეს კბილების პროფესიონალური წმენდა. ჩვენს კლინიკაში შეგიძლიათ ისარგებლოთ უახლესი შვეიცარიული EMS ის აპარატით, რომელიც უვნებელია კბილის ქსოვილისთვის და სრულყოფილად აშორებს ყველაზე რთულადმოსაშორებელ ნადებსაც კი.
მოვლილი და თეთრ ღიმილს შეიძლება ინდივიდუალიზმი შევძინოთ სკაისების საშუალებით.
სკაისი ნახევრაძვირფასი ან ძვირფასი თვალია, რომელიც ფიქსირდება კბილის ზედაპირზე. არ საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას და სურვილის შემთხვევაში მარტივია მოსაშორებლად.