ბავშვთა სტომატოლოგია

ბავშვთა სტომატოლოგია

საერთაშორისო სტომატოლოგიური ცენტრი - სმაილ ქეარი

სარძევე თანკბილვა

ბავშვთა უმვრავლოსაბაში სარძევე კბილები ამოიჭრება 6-8 თვის ასაკში, თუმცაღა ინდივიდუალურად შეიძლება აღნიშნულ ვადაზე ადრე ან გვიან ამოიჭრას რაც ხშირ შემთხვევაში არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს. მნიშვნელოვანი ვიცოდეთ, რომ სარძევე თანკბილვა მოიცავს მხოლოდ 20 კბილს რომელთა ამოჭრაც სრულდება 24-30 თვეზე. სწორედ ამიტომ, რაც უფრო ადრე დავიწყებთ კბილების მოვლას და ჰიგიენური უნარ-ჩვევების დანერგვას მით უკეთესი იქნება ჩვენი პატარას პირის ღრუს ჯანმრთელობისათვის. ამჟამად უამრავი საშუალებაა მოწოდებული იმისათვის, რომ პატარებს შევაყვაროთ პირის ღრუს მოვლა. საკმაოდ გემრიელია კბილის პასტები, რომელთა გადაყლაპვაც დაშვებულია, კბილის ჯაგრისები, რომლებიც ხშირად მულტფილმის გმირებითა და ცხოველებითაა გაფორმებულია.

პირის ღრუს პროფილაქტიკა

აუცილებელია კბილების გამოხეხვა დავიწყოთ ადრეული ასაკიდან, პატარას პირველივე კბილის ამოჭრიდანვე და ამაზე უნდა ვიზრუნოთ მშობლებმა, უკვე 2 წლის ასაკში პატარები თავადვე ახერხებენ პირის ღრუს მოვლას, მაგრამ მაგალითს ყოველთვის მშობლებისგან იღებენ, აქედანვე მშობლები შემზადებულები უნდა იყოთ, რომ დღეში რამდენჯერმე იქნება საჭირო შეახსენოთ თქვენს პატარას გამოიხეხოს კბილები დილით და საღამოს. იმისათვის რომ კბილების გამოხეხვის პროცესი სასიამოვნო იყოს, თქვენს პატარას შეურჩიეთ მხიარული ჯაგრისი და გემრიელი კბილის პასტა.

აუცილებელია პატარას შევურჩიოთ სწორი კვების რაციონი, ხშირია კარიესის რისკი, როდესაც დედები გვიან ღამით პატარას დასამშვიდებლად აძლევენ ბოთლით ტკბილ ჩაის ან ცოტა მოზრდილ ასაკში გაზიან სასმელს. აუცილებელია ამავდროულად გავითვალისწინოთ, რომ მარმელადები, ზეფირი, შოკოლადები უკვე კარიესს ნიშნავს, ამიტომ უნდა ვეცადოთ მსგავსი ტკბილეული ბავშვს მივაწოდოთ კვირაში 1-2 ჯერ და ისიც არავითარ შემთხვევაში გვიან საათებში.

იმისთვის რომ გამორიცხოთ არამარტო კარიესი, ასევე მეტყველების დარღვევისას თუნდაც ენის მოკლე ლაგამი, ტუჩის მოკლე ლაგამი და სხვა პათოლოგიები, აუცილებელია ადრეული ასაკიდანვე დაგეგმოთ ვიზიტი სტომატოლოგთან. პროფილაქტიკური ვიზიტები იყოს  3-6 თვეში ერთხელ.

პირველი ვიზიტი სტომატოლოგთან

პირველი ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია და შეძლებისდაგვარად უნდა იყოს პროფილაქტიკური ხასიათის, არა ტკივილთან დაკავშირებული, ამით განისაზღვრება შემდგომი თქვენი პატარას პირის ღრუს ჯანმრთელობა.  პირველი რაც უნდა გაითვალისწინოთ, ეს არის ფსიქოლოგიური მომზადება, ბავშვისათვის  ავტორიტეტი მშობლის მიერ. სასურველია რაიმე აპლიკაციების, ვიდეობის საშუალებით გავაცნოთ ვინ არის სტომატოლოგი, ეს ინფორმაცია სასურველია 1-2 დღით ადრე მივაწოდოთ, არ არის აუცილებელი დეტალურად აუხსნათ თუ რას აკეთებს ექიმი, რადგან თუ კი თქვენს მიერ ახსნილი არ დაემთხვევა სტომატოლოგთან ნანახს პატარას ეგონება რომ მოატყუეს და მშვიდად ნამდვილად არ გაჩერდება სავარძელზე. აუხსენით რომ მიგყავთ საინტერესო გასართობების სანახავად, თითქმის ექიმურ ატრაქციონებზე. არავითარ შემთხვევაში არ დაპირდეთ საჩუქარი, მსგავის დაპირებისთანავე ექნება შეგრძნება, რომ მას რაღაც საშინელი ელის წინ და საჩუქრისათვის უნდა მოითმინოს. სტომატოლოგიურ სავარზელზე აღმოჩენის შემთხვევაში არ უთხრათ შვილს "არ გეტკინება" , "ცოტა უნდა მოითმინო", "გტკივა ?" . ბავშვები ყველაფერს გრძნობენ, ეცადეთ არ აგრძნობინოთ თქვენი მღელვარება.

ვუმკურნალოთ თუ არა სარძევე კბილებს ?

სარძევე კბილები იცვლება მუდმივებით, მაგრამ ყველაფერს თავის დრო აქვს, დაზიანებული სარძევე კბილის იგნორირება არ შეიძლება, იგნორირების შედეგად მისი ნაადრევი დაკარგვა იწვევს შემდგომში ყბა-კბილთა განვითარების დარღვევებს, აქედან გამომდინარე სარძევე კბილს უნდა ვუმკურნალოთ. მკურნალობა ხალიანი და საინტესო უნდა იყოს. ამავდროულად ბავშვთა სტომატოლოგიაში აქტიურად გამოიყენება ფერადი ბჟენები, რითაც ხშირად ბავშვები ეჯიბრებიან ერთმანეთს ბაღებში, სკოლებში. უჩნდებათ მოტივაცია უკეთესად მოუარონ ფერად კბილებს, მათ ხანგრძლივად შენარჩუნების მიზნით.

კარიესის პრევენცია

პირველი მუდმივი კბილების ამოჭრისთანავე აუცილებელია ვიზიტი სტომატოლოგთან და არსებული საღეჭი კბილების ფისურების ჰერმეტიზაცია ანუ კბილების ბუნებრივი ანატომიური ჩანაჭდევების ამოვსება თხელი საჰერმეტიზაციო მასით, მსგავსი მანიპულაცია იცავს თქვენი პატარების მუდმივ კბილებს შემდგომში მათი კარიესით დაზიანებისაგან, რაც არც თუ ისე იშვიათია. ხშირ შემთხვევაში მშობლების უმრავლესობამ არ იცის რომ 6 წლიდან პატარებს ამოსდით პირველი მუდმივი საღეჭი კბილები, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ყბა-კბილთა სისტემის განვითარებასა და ჩამოყალიბებაში.

ბავშვთა სტომატოლოგია

ჩვენი მიმართულებები

იმპლანტოლოგია

იმპლანტოლოგია

ორთოპედია

ორთოპედია

თერაპიული სტომატოლოგია

თერაპიული სტომატოლოგია

ესეთეტიკური სტომატოლოგია

ესეთეტიკური სტომატოლოგია

პარატონტოლოგია

პარატონტოლოგია

ორთოდონტია

ორთოდონტია