ორთოპედია

ორთოპედია

საერთაშორისო სტომატოლოგიური ცენტრი - სმაილ ქეარი

მოსახსნელი პროთეზები

მოსახსნელი პროთეზები ეს არის კონსტრუქცია,რომელიც გამოიყენება დაკარგული კბილების შესავსებად,როცა დანაკლისი კბილები მერყეობს რამოდენიმე კბილიდან სრულ უკბილობამდე (ადენტიამდე).ასეთი სახის პროთეზირება გამოიყენება ასევე თუ შეუძლებელია მუდმივი კონსტრუქციის ფიქსაცია.
გამოყოფენ ორ ძირითად ჯგუფს: მთლიანი მოსახსნელი და ნაწილობრივ მოსახსნელი პროტეზი,კონსტრუქციის შერჩევა ხდება პაციენტის პირის ღრუს მდგომარებიდან გამომდინარე.
მთლიანი მოსახსნელი პროთეზი გამოიყენება სრული ადენტიის (უკბილო ყბის) დროს.ასეთი მოდელები მზადდება აკრილისგან და ნეილონისგან.გააჩნიათ ესთეტიკის მაღალი მაჩვენებელი.
ნახევრად მოსახსნელი პროთეზი გამოიყენება,როცა დეფექტი არის ერთიდან რამოდენიმე კბილამდე.

აკრილის (პლასტმასის) პროთეზები:
სხვა მასალებისგან განსხვავებით აკრილი არის ყველაზე მყარი და უხეში.შეუძლია შეინარჩუნოს თავისი ფორმა დიდი ხნის მანძილზე,რაც ერთ ერთი დიდი პლიუისია.ასევე აკრილის პროტეზები ყველაზე ბიუჯეტურია.
მინუსებს მიეკუთვნება :
• საპროთეზო ველის ფარგლებში,მტკივნეული კერების არსებობა
• ალერგიული რეაქციის გამოვლინება
• ღებინების შეგრძნება
• დიქციის დროებითი დარღვევა
• პროტეზის მოხსნის აუცილებლობა,მისი წმენდა

მინუსები არც ისე ცოტა არის,მაგრამ თითქმის ყველა შეგვიძლია გავამართლოთ მიღებული შედეგით.

ნეილონის პროთეზი:
• ჰიპოალერგიული
• რბილი,მეტალის ნაწილების გარეშე
• ძლიერი ფიქსაციის უზრუნველყოფა
• კომფორტული შესაგუებლად
• მსუბუქი
იდეალური ვარიანტია ვისაც აქვს ალეგია მეტალზე ან აკრილზე,ასევე ასევე პაციენტები ძალიან ადვილად ეგუებიან მისი სირბილის ხარჯზე.არ აღიზიანებს ღრძილებს,რაც უდიდესი პლიუსია.უარყოფიათი მხარეებს რაც შეეხება,ნეილონის პროთეზს ახასიათებს დროთაგანმავლობაში ფერის ცვლილება.

ბიგელისებური პროტეზი:
ბიგელისებური პროთეზები მიეკუთვნებიან შედარებით ახალ პროტეზის სახეობას.შედგება მეტალის რკალისებური ბაზისიგან და თვით პროტეზის ნაწილისგან.ასეთი სახის პროთეზირება გამოიყენება ცალმხრივი ან ორმხრივი დეფექტებისგან,სადაც შეუძლებელია ხიდის დამზადება.
მთავარი დადებითი მხარებიი:
• არ აქვს აკრილის სასა,როგორც ჩვეულებრივ პროთეზს
• ღეჭვითი ძალის თანაბარი გადანაწილება
• ზომის სიმცირე
• ესთეტიკური
• მსუბუქი

ბიგელისებური კონსტრუქციის მთავარი და ყველაზე დიდი პლიუსი არის ის,რომ ერთნაირად გადასცემს ღეჭვით ძალას,როგორც კბილებს ასევე ღრძილებს,რის გამოც ხდება ძვლოვანი ქსოვილის შენარჩუნება. თავისი სიმსუბუქიდან გამომდინარე პაციენტებისთვის შესაგუებლად ძალიან კომფორტულია და პირის ღრუში არ აღიქმება როგორც უცხო სხეული.

როგორ მოუაროთ და შევინარჩუნოთ პროთეზის პირვანდელი სახე?
არსებობს კომპლექსური მიდგომა,სადაც ჩართულია მოვლის სხვადასხვა სახე,ეს არის:
• რეცხვა
• სპეციალური ხსნარებით დამუსშავება
• წმენდა
რეცხვა აუცილებელია ყოველი ჭამის შემდეგ
სპეციალური ხსნარებით დამუშავება საჭიროა ყოველ დღე,განსაკუთრებიტ კი ძილის წინ,რათა არ მოხდეს პროთეზზე საკვების მიკრო ნაწილაკების დასრჩენა და მოხდეს მისი დეზინფექცია,
აკრილის პროთეზები იწმინდება ჩვეულებრივი ჯაგრისებით. ნეილონის კი სპეციალური რბილი ჯაგრისებით,რათა არ მოხდეს პროთეზის დაზიანება.ასევე წმენდისთვის გამოიყენება სპეციალური გელები და პასტები.
რამოდენიმე თვესში ერთხელ აუცილებელია პროთეზის ჩაბარება პროფესიულ წმენდაზე.
 

ორთოპედია იმპლანტებზე

დენტალური იმპლანტაცია არის დაკარგული კბილების აღდგენის ყველაზე პროგრესული,

უსაფრთხო და ეფექტური მეთოდი.  იმპლანტაცია იძლევა საშუალებას აღვადგინოთ

 დანაკლისი კბილები, მეზობელი კბილების დაბჯენის და დამუშავების გარეშე. იმპლანტი

 წარმოადგენს ხელოვნურ ფესვს, რომელიც იხრახნება ყბის ძვალში, ხოლო მასზე

 ფიქსირდება გვირგვინი, ხიდი ან მოსახსნელი პროთეზი.

  ჩვენს კლინიკაში წარმატებით ხორციელდება იმპლანტაციის შემდგომი ორთოპედია.

 უმეტეს შემთხვევაში იმპლანტზე კეთდება მეტალო-კერამიკის ან ცირკონო-კერამიკის

 გვირგვინები და ხიდები. კბილების სრული არარსებობისას შესაძლებელია დამზადდეს

 როგორც მოუხსნელი, ასევე მოსახსნელი პროთეზი იმპლანტზე. მოსახსნელი კონსტრუქცია

 ეყრდნობა 4 ან 6 იმპლანტს და სრულად აღადგენს კბილთა რკალს. იმპლანტებზე პროთეზი

 შეკავშირებულია საკეტისებური სისტემით და იძლევა საიმედო ფიქსაციას.  

მეტალო-კერამიკისა და ცირკონო-კერამიკის გვირგვინები

კარიესისგან ძლიერ დაშლილი კბილების აღდგენის  ერთ ერთი მეთოდი– მათზე ხელოვნური გვირგვინის მოთავსებაა. ადრე მათ ამზადებდნენ ფოლადისგან, სხვადასხვა არაკეთილშობილი მეტალების  შენადნობებისგან, ოქროსგან და პლატინისგანაც. მაგრამ მეტალო-კერამიკის (ლითონ-ფაიფური) გამოჩენის შემდეგ “რკინის” კბილები წარსულს ჩაბარდა.

დღეისათვის ხელოვნური გვირგვინის დასამზადებლად მასალების არჩევანი საკმაოდ ფართეა. ამ შემთხვევაში განვიხილავთ მეტალოკერამიკისა და ცირკონოკერამიკის კონსტრუქციებს.

ხელოვნური გვირგვინებისა და ხიდების გამოყენების საჭიროება დგება,როდესაც პაციენტს აღენიშნება კბილის გვირგვინოვანი ნაწილის დიდი ზომის დეფექტები,რომლის რესტავრაცია პრაქტიკულად შეუძლებელია თერაპიული მკურნალობით,ასევე ჩართული დეფექტების დროს.

       მეტალო-კერამიკისა და ცირკონოკერამიკის გვირგვინები წარმოადგენს “ხუფს”, რომელიც სრულიად იმეორებს კბილის ანატომიას და თავსდება დაქლიბულ კბილზე. კონსტრუქციის საფუძველს წარმოადგენს ლითონის კარკასი, მეტალოკერამიკის შემთხვევაში და ცირკონის დიოქსიდის კარკასი ცირკონოკერამიკის დამზადებისას.შემდგომ კარკასები ზემოდან იფარება კბილის ქსოვილების ფერი ფაიფურით. ხელოვნური გვირგვინი ფიქსირდება კბილზე სპეციალური კომპოზიციური ან მინაიონომერული ცემენტით. თუკი კბილის ქსოვილები ძლიერ დაშლილია ხდება მისი მთლიანობის აღდგენა ლითონის ჩანართით ან მინაბოჭკოვანი წკირებით. მეტალო-კერამიკა ასევე გამოიყენება ხიდისებრი კონსტრუქციების, ბიგელისებრი პროთეზების და იმპლანტებზე გვირგვინების დასამზადებლად. ამ უკანასკნელზე სასურველია ლითონის აბატმენტებით ფიქსაციის შემთხვევაში.

მეტალო-კერამიკის დადებითი და უარყოფითი მხარეები.

ლითონ-ფაიფურის ანუ მეტალო-კერამიკის გვირგვინების უპირატესობა – პირველ რიგში არის მათი სიმყარე. ამიტომ ყველაზე ხშირად მათი ფიქსაცია ხდება საღეჭ კბილებზე. უარყოფით მხარეებს შესაძლოა მივაკუთვნოთ მათი ესთეტიურობა. საერთო ჯამში მეტალო კერამიკის გვირგვინები კარგად იმეორებენ ნატურალური კბილების ანატომიას, მაგრამ ახალი მასალების გამოჩენის შემდეგ წინა კბილების აღსადგენად უპირატესობა ენიჭება მთლიანსხმული ფაიფურის გვირგვინებს. როდესაც საღეჭ მიდამოში აუცილებელია ესთეტიკის და სიმყარის კომბინაცია საუკეთესო არჩევანი შესაძლოა გამოდგენს ფაიფური ცირკონის დიოქსიდის კარკასზე. 

მეტალო-კერამი კის თუ ცირკონო-კერამიკის გვირგვინები?

ბევრ პაციენტს აწუხებს შეკითხვა: რა სჯობს – ციკონო-კერამიკა თუ მეტალო-კერამიკა? ზოგადად ორივე კონსტრუქცია წარმატებით გამოიყენება თანამედროვე სტომატოლოგიაში, თუმცა ცირკონის დიოქსიდი მისი ბუნებრივ კბილთან მიახლოებული ფერის გამო, რომელიც არ გამოსჭვივის კერამიკის ქვეშ ესთეტიური მახასიათებლებით ახლოსაა მთლიანსხმულ კერამიკასთან, მაგრამ ამავდროულად მექანიკური მახასიათებლებით ისეთივე მყარია, როგორც მეტალო-კერამიკა. ასევე ცირკონოკერამიკის გვირგვინების დამზადება შესაძლებელია ვიტალურ „ცოცხალ“ კბილებზე.  ცირკონოკერამიკის დამზადება საჭიროებს ბევრად მცირე რაოდენობით კბილის ჯანსაღი ქსოვილების პრეპარირებას „ დამუშავებას“ ,რაც ძალზედ მნიშვნელოვანია პრეპარირებული კბილის სიცოხლის უნარიანობის გასახანგრძლივებლად.

ორთოპედია

ჩვენი მიმართულებები

იმპლანტოლოგია

იმპლანტოლოგია

თერაპიული სტომატოლოგია

თერაპიული სტომატოლოგია

ესეთეტიკური სტომატოლოგია

ესეთეტიკური სტომატოლოგია

პარატონტოლოგია

პარატონტოლოგია

ორთოდონტია

ორთოდონტია

ბავშვთა სტომატოლოგია

ბავშვთა სტომატოლოგია