თერაპიული სტომატოლოგია

თერაპიული სტომატოლოგია

საერთაშორისო სტომატოლოგიური ცენტრი - სმაილ ქეარი

კარიესი

კარიესი კბილის მაგარი ქსოვილების დაავადებაა,რომელიც იწვევს ემალის შემდგომში კი დენტინის დაზიანებას და დაშლას. კარიესის განვითარების ძირითადი მიზეზი პათოგენური მიკროორგანიზმებია,თუმცა არსებობს მაპროვოცირებელი ფაქტორები,როგორიცაა ცუდი ჰიგიენა,კვების თავისებურებები,მავნე ჩვევები,ზოგიერთი დაავადება და წამლების უკონტროლო სმა,რაც შესაბამისად პირის ღრუს მიკლოფლორის დარღვევას იწვევს.ასევე კარიესის განვითარებაში დიდ როლს თამაშობს გენეტიკური ფაქტორი,ორგანიზმის ფიზიოლოგიური თავისებურებები. კარიესი არ აძლევს პაციენტს გამოიყენოს ურთიერთობის ყველაზე ეფექტური მეთოდი ღიმილი,ხოლო უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან შეიძლება ფსიქოლოგიური დისკომფორტის მიზეზი გახდეს.სტომატოლოგიაში კარიესის მკურნალობა უკვე აღარ  შემოიფარგლება მხოლოდ დაზიანებული ქსოვილების მოშორებით და დეფექტის საბჟენი მასალით ამოვსებით , თანამედროვე საბჟენი მასალები იმეორებენ კბილის ბორცვების ფისურებისა და ბუნებრივი ჩანაჭდევების ფორმებს,ასეთი მეთოდით აღდგენილი კბილი აკმაყოფილებს როგორც ესთეტიურ ასევე ფუნქციურ ნორმებს.

                                            

პულპიტი

პულპიტი კბილის რბილი ქსოვილების ანთებაა,უმეტესად იწვევს ინფექცია და წარმოადგენს კარიესის გართულებას. აღნიშნული დაავადება საკმაოდ ხშირია და ბევრისთვის ნაცნობია მწვავე ტკივილებით. პულპიტს ახასიათებს თვითნებითი შეტევითი ხასიათის და ღამის ტკივილები რომელიც განიცდის ირადიაციას სახის სხვადასხვა უბნებში. პულპიტი უმეტესად კარიესული ღრუს მიმდებარე ინფიცირებული უბნიდან იწყება,შემდგომში კი მიკრობები და მათი ტოქსინები უფრო ღრმად იჭრებიან. გარდა ინფექციისა პულპიტი შეიძლება გამოიწვიოს კბილის ტრამვამ ტემპერატურულმა და ქიმიურმა ფაქტორებმა.პულპიტის მკურნალობა მოითხოვს წინასწარ ანესთეზიას ,მკურნალობა იწყება დაზიანებული ქსოვილების მოშორებით და არხების პირდაპირი მიდგომის გზების შექმნით,შემდეგ ხდება არხების მექანიკური მედიკამენტოზური დამუშავება და დაბჟენა. თანამედროვე სტომატოლოგიაში ხელით დამუშავებასთან შედარებით უპირატესობა ენიჭება სისტემას ,რომელიც მოიცავს ენდომოტორს,ბუნიკს და მბრუნავ მჭრელ ინსტრუმენტებს,მათ გააჩნიათ განსაკუთრებული ფორმა ,დიზაინი დრეკადობა რაც საშუალებას გვაძლევს მოხრილი წვრილი და რთულად გამავალი არხებიდან მაქსიმალურად მოვახდინოთ ინფექციის დრენირება,არხებს მივანიჭოთ კონუსურობა. ენდომოტორის საშუალებით მიიღწევა ეფექტური და სრულფასოვანი არხების ობტურაცია (დაბჟენა)

 

პერიოდონტიტი

პერიოდონტიტი-პერიოდონტიტის ქსოვილების ანთებაა,ანთებათი პროცესი ვრცელდება არა მარტო კბილის,არამედ ფესვის ირგვლივ არსებულ ძვლოვან ქსოვილებზეც,რომელსაც თან ახლავს კბილის საფიქსაციო იოგის დაზიანება,კბილის მორყევა,ტკივილი შეხებაზე და შესაძლოა ტემპერატურის მომატებაც.დაავადების უსიმპტომოდ მიმდინარეობისას ხდება ფესვის ირგვლივი ძვლის განლევა და ყალიბდება გრანულომა ან კისტა ,რაც უკვე მოითხოვს სერიოზულ მკურნალობას , არა მხოლოდ კბილის შესანარჩუნებლად არამედ ორგანიზმის დასაცავად ზოგადი ინტოქსიკაციისგან. ანთებათი კბილის მკურნალობის მიზნით ,ხდება მისი გახსნა არხები მუშავდება მექანიკურად,ანტისეპტიკურად ულტრაბგერით. ზოგადი მდგომარეობიდან და ანთების სტადიიდან გამომდინარე კბილის მკურნალობა წარმოებს ერთ ან რამოდენიმე ეტაპად.

თერაპიული სტომატოლოგია

ჩვენი მიმართულებები

იმპლანტოლოგია

იმპლანტოლოგია

ორთოპედია

ორთოპედია

ესეთეტიკური სტომატოლოგია

ესეთეტიკური სტომატოლოგია

პარატონტოლოგია

პარატონტოლოგია

ორთოდონტია

ორთოდონტია

ბავშვთა სტომატოლოგია

ბავშვთა სტომატოლოგია